პიმბლეტმა ილიას დასცინა და მომავალი მეტოქეც დაასახელა - შედგება თუ არა ჩხუბი თოფურიასთან » სპორტის ხაზი

პიმბლეტმა ილიას დასცინა და მომავალი მეტოქეც დაასახელა - შედგება თუ არა ჩხუბი თოფურიასთან

პიმბლეტმა ილიას დასცინა და მომავალი მეტოქეც დაასახელა - შედგება თუ არა ჩხუბი თოფურიასთან
22-07-2023, 12:10
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მოძულემ, პედი პიმბლეტმა სწორედ ილიას შესახებ ისაუბრა და მისი ბოლო ბრძოლა განიხილა.

როგორც გახსოვთ, უკანასკნელ დაპირისპირებაში ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი დაამარცხა და კარიერაში განვითარებისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა, პიმბლეტმა კი აღნიშნა, რომ თოფურიამ მხოლოდ ისეთი მებრძოლი დაამარცხა, რომელიც უკვე კარიერის დამთავრების ეტაპზეა, რაც მისთვის აღმაფრთოვანებელი სულაც არაა:

"ვიღაცები ფიქრობენ, რომ ილიამ ჯოშის წინააღმდეგ კარიერის ბრძოლა გვიჩვენა. ცხადია, ის კარგად გამოიყურებოდა, თუმცა.. ჯოშ ემეტი 38 თუ 39 წლისაა და უკვე კარიერის დასასრულისკენ მიიწევს."

"ილია თოფურიამ ემეტს მალევე ვერ მოუგო, მე კი ჯოშ ემეტს ძილშიც კი გავანადგურებდი."
- თქვა ბრიტანელმა მებრძოლმა

ცნობისთვის, როგორც პედიმ აღნიშნა, მისი მომდევნო მეტოქე მეტ ფრევოლა უნდა იყოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი