ეს სიცრუეა - თორნიკე შენგელია კლუბის გამოცვლას არ აპირებს » სპორტის ხაზი

ეს სიცრუეა - თორნიკე შენგელია კლუბის გამოცვლას არ აპირებს

ეს სიცრუეა - თორნიკე შენგელია კლუბის გამოცვლას არ აპირებს
22-07-2023, 13:10
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ თორნიკე შენგელიამ ვირტუს ბოლონია უნდა დატოვოს და ახალი კლუბის მაისური მოირგოს.

უკანასკნელი ინფორმაციის მიხედვით, თორნიკე შენგელიას ბერძნულ პანათინაიკოსს უკავშირებდნენ, თუმცა იტალიური კლუბის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ შენგელიას გაშვება არც კი განიხილება და ეს ცრუ ინფორმაციაა:

"თორნიკე შენგელიასთან დაკავშირებით გვსურს დავაზუსტოთ, რომ ეს მოთამაშე არ იყიდება და არც მისი ტრანსფერი განხილულა სხვა რომელიმე კლუბთან. ვადასტურებთ, რომ თოკო, მოქმედი კონტრაქტის ფარგლებში, მომავალ სეზონშიც ვირტუს ბოლონიას გუნდის ნაწილი იქნება", - თქვა ლუკა ბარალდიმ

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელი ვირტუს ბოლონიაში 2022 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში შენგელიას იტალიის ჩემპიონობა შეეძლო, თუმცა ფინალში ოლიმპია მილანოსთან 4:2 დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი