ბორდოს მზადება - როდის ითამაშებს ამხანაგურ შეხვედრაში დავითაშვილი » სპორტის ხაზი

ბორდოს მზადება - როდის ითამაშებს ამხანაგურ შეხვედრაში დავითაშვილი

ბორდოს მზადება - როდის ითამაშებს ამხანაგურ შეხვედრაში დავითაშვილი
22-07-2023, 13:57
Aa Aa
გაზიარება:

ზურიკო დავითაშვილის ბორდომ 2023/2024 წლების სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო და ორი ამხანაგური შეხვედრის გამართვაც მოასწრო, თუმცა ქართველ ფეხბურთელს მონაწილეობა ჯერ არცერთში არ მიუღია.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ბორდოს სულ ახლახანს შეუერთდა და მისი მინდორზე პირველი გამოჩენა დღევანდელი დღისთვის იგეგმება, როდესაც ბორდო ამხანაგურ შეხვედრას ოსერის წინააღმდეგ გამართავს.

როგორც ფრანგულ მედიაში იწერება, ეს შეხვედრა 120 წუთი გაგრძელდება და სათამაშო წუთებს ზურიკო დავითაშვილიც მიიღებს, რომელიც საფრანგეთში შედარებით გვიან დაბრუნდა, მიზეზი კი გადატვირთული გრაფიკი გახლავთ.

ცნობისთვის, ბორდოსა და ოსერის დღევანდელი დაპირისპირება ჩვენი დროით 19:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი