"ჩემი მთავარი მიზანი ახლა ეს არის..." - ჭიაბრიშვილის კომენტარი ასტანასთან მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"ჩემი მთავარი მიზანი ახლა ეს არის..." - ჭიაბრიშვილის კომენტარი ასტანასთან მატჩის შემდეგ

"ჩემი მთავარი მიზანი ახლა ეს არის..." - ჭიაბრიშვილის კომენტარი ასტანასთან მატჩის შემდეგ
20-07-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

დინამო თბილისმა ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა კვლავ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულა - გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ყაზახურ ასტანასთან განმეორებით მატჩში 1:2 დამარცხდა.

ცნობისთვის, პირველი ტაიმი დინამო თბილისმა მინიმალური სხვაობით მოიგო, თუმცა, მეორე ტაიმის სტარტზევე, გუნდმა ორი მოულოდნელი ბურთი გაუშვა (50-ე და 51-ე წუთებზე).

მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი თბილისელთა თავკაცმა, გიორგი ჭიაბრიშვილმაც გააკეთა:

"ორი თანაბარი გუნდის თამაში ვიხილეთ, ვერ ვიტყვი, რომ მეტოქემ გვაჯობა. ასეთ დონის მატჩებში კონცენტრაციის დაკარგვა ძალიან ძვირად ფასობს, სწორედ ასე დავმარცხდით ახლაც. ამის გამომუშავებას გამოცდილება სჭირდება, ჩვენ კი ახალგაზრდა გუნდი გვყავს. ამას მთლიან გუნდზე ვამბობ და არა მხოლოდ ახალგაზრდა მოთამაშეებზე.

ევროთასებზე ჩვენი ასპარეზობა ამით არ სრულდება, კონფერენციის ლიგაზე გადავინაცვლებთ და შევეცდებით, რომ იქ ვაჩვენოთ სასურველი თამაში. ახლა ჩემი მიზანია, რომ გუნდში რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს კარგი განწყობა, რადგან ფეხბურთელები ძალიან დართგუნული არიან ამ მარცხის გამო
", - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი