ლო ჩელსო ნაპოლიში - აურელიო დე ლაურენტისი ტოტენჰემს დაუკავშირდა » სპორტის ხაზი

ლო ჩელსო ნაპოლიში - აურელიო დე ლაურენტისი ტოტენჰემს დაუკავშირდა

ლო ჩელსო ნაპოლიში - აურელიო დე ლაურენტისი ტოტენჰემს დაუკავშირდა
16-07-2023, 21:35
Aa Aa
გაზიარება:

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ნაპოლის ხმაურიანი ტრანსფერი ჯერ არ განუხორციელებია მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ერთმა ლიდერმა, კიმ მინ-ჯემ უკვე დატოვა.

როგორც Sky Sports Italia-მ დაწერა, აურელიო დე ლაურენტისი პირველი ტრანსფერის განხორცციელებას ტოტენჰემიდან გეგმავს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ნაპოლის პრეზიდენტს ლო ჩელსოს ვარიანტი ესიმპათიურება და მისი დამატება სურს, რის გამოც დეზებს უკვე დაუკავშირდა კიდეც.

ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ტოტენჰემს ლო ჩელსოს გაყიდვა სურს, ნაპოლი კი მის დამატებას ჯერჯერობით მხოლოდ იჯარის ვარიანტით განიხილავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი