"ოსიმენის შენარჩუნება კარგი იქნებოდა, თუმცა.." - ნაპოლის ახალი სპორტული დირექტორი » სპორტის ხაზი

"ოსიმენის შენარჩუნება კარგი იქნებოდა, თუმცა.." - ნაპოლის ახალი სპორტული დირექტორი

"ოსიმენის შენარჩუნება კარგი იქნებოდა, თუმცა.." - ნაპოლის ახალი სპორტული დირექტორი
16-07-2023, 21:26
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის სპორტული დირექტორის პოსტი კრისტიანო ჯუნტოლიმ რამდენიმე დღის წინ დატოვა, მისი ჩამნაცვლებელი კი აურელიო დე ლაურენტისმა საკმაოდ მალე ნახა, - ის მაურო მელუზოა, რომელსაც ამავე თანამდებობაზე გრანდში არასდროს უმუშავია.

იტალიურ მედიაში სწორედ მელუზოს პრესკონფერენცია გამოქვეყნდა, რომელიც მას კლუბმა წარსადგენად მოუწყო. ჟურნალისტებთან საუბრისას მელუზო არაერთ საინტერესო საკითხს შეეხო, ერთ-ერთი მათგანი კი ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნებას უკავშირდებოდა.

როგორც მაურო მელუზომ აღნიშნა, კლუბში ვიქტორის დატოვება ყველას სურს, რადგან ის საოცარი ფეხბურთელია და ნაპოლისთვის ბევრის მიცემა შეუძლია, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის:

"რა თქმა უნდა, შევეცდებით და ძალიან ბედნიერები ვიქნებით თუ ვიქტორ ოსიმენი არსად წავა და მომდევნო სეზონშიც ნაპოლიში ითამაშებს. მიუხედავად ამისა, ოფიციალურად ჯერ არაფერია განაღდებული და გადაწყვეტილებას მენეჯერებთან ერთად მივიღებთ." - თქვა მელუზომ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი