რომა ლაციოს პირისპირ - მიქაუტაძის დამატებას მოურინიოც შეეცდება » სპორტის ხაზი

რომა ლაციოს პირისპირ - მიქაუტაძის დამატებას მოურინიოც შეეცდება

რომა ლაციოს პირისპირ - მიქაუტაძის დამატებას მოურინიოც შეეცდება
16-07-2023, 12:20
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით მაურიციო სარის ლაციო ინტერესდება, რომელიც ჩირო იმობილეს შემცვლელს ეძებს.

დღევანდელი ინფორმაციის მიხედვით, ლაციოს კონკურენტი გამოუჩნდა და ის რომა იქნება, რის შესახებაც L'equipe-მ დაწერა:

"რომას მეცისთვის წინადადებით ჯერ არ მიუმართავს, რადგან სიტუაციას აკვირდება. არსებობს რეალური შანსი, რომ გიორგი მიქაუტაძისთვის ბრძოლაში ჟოზე მოურინიოს რომაც ჩაერთოს." - დაწერა გამოცემამ

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე გასული სეზონის ლიგა 2-ში ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ამავე ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი