"ეს იყო რეპრესიები ქართული პოლიციის მხრიდან" - ბოსნიელები ტორპედოსთან მომხდარ ინციდენტზე » სპორტის ხაზი

"ეს იყო რეპრესიები ქართული პოლიციის მხრიდან" - ბოსნიელები ტორპედოსთან მომხდარ ინციდენტზე

"ეს იყო რეპრესიები ქართული პოლიციის მხრიდან" - ბოსნიელები ტორპედოსთან მომხდარ ინციდენტზე
15-07-2023, 17:06
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ქუთაისის ტორპედოსა და ბოსნიური სარაევოს დაპირისპირების წინ ტრიბუნებზე არც თუ სასიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა (და ვიდეოც გავრცელდა), ერთმანეთს ბოსნიელი გულშემატკივარი და აღნიშნულ მატჩზე მობილიზებული პოლიციის ბრიგადა დაუპირისპირდა.

ამის შესახებ შესაბამისი რეაქცია გამოხატეს ბოსნიელებმაც, რომლებმაც თქვეს, რომ ქართული პოლიცია ქუთაისში ჩასულ გულშემატკივარზე აშკარად ძალადობდა:

"ჩვენს გულშემატკივრებს 2500 კილომეტრი იმისთვის არ გამოუვლიათ, რომ ვინმესთან დაპირისპირება ჰქონოდათ. მათი მიზანი ის იყო, რომ საყვარელი კლუბისთვის მხარი დაეჭირათ, თუმცა ამის შესაძლებლობა ვერ მიიღეს."

"სამწუხაროდ, ბოსნიელი ქომაგი ქართული პოლიციის რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ჩვენმა ფეხბურთელებმა ქუთაისში გამართული შეხვედრა სწორედ მათ მიუძღვნეს."
- ვკითხულობთ სარაევოს განცხადებაში


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი