"ვინმემ აგვიხსნას, ვინ გაყარა ჩვენი გულშემატკივრები ტრიბუნებიდან" - სარაევოს მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ვინმემ აგვიხსნას, ვინ გაყარა ჩვენი გულშემატკივრები ტრიბუნებიდან" - სარაევოს მწვრთნელი

"ვინმემ აგვიხსნას, ვინ გაყარა ჩვენი გულშემატკივრები ტრიბუნებიდან" - სარაევოს მწვრთნელი
14-07-2023, 17:25
Aa Aa
გაზიარება:

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში ქუთაისის ტორპედომ ბოსნიურ სარაევოს უმასპინძლა და შეხვედრა საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა, - 2:2.

მატჩის დასრულების შემდეგ, სარაევოს მწვრთნელმა იმ ინციდენტის შესახებ ისაუბრა, რისი ამსახველი კადრებიც მოგვიანებით მთელ სოციალურ ქსელს მოედო:

"მსურს, რომ ვინმემ ამიხსნას, პასუხს ვითხოვ, - ვინ გაუშვა ჩვენი გულშემატკივრები ტრიბუნებიდან? მათ ამდენი კილომეტრი გამოიარეს, მთელი გზა გვამხნევებდნენ და თამაშის ყურების შესაძლებლობა რატომ არ მიეცით?"

"ვერც კი ვხსნი რა მოხდა. სანამ გასახდელში შევიდოდით მათ ვხედავდით, მაგრამ უკან როცა დავბრუნდით ადგილზე არავინ დაგვხვდა, ამაზე პასუხს ვითხოვ."
- თქვა მირზა ვარესანოვიჩმა

შეგახსენებთ, რომ სარაევოსა და ტორპედოს განმეორებითი მატჩი 20 ივლისსაა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი