ფეხბურთელის გარემოცვას უკვე დაუკავშირდნენ - საზონოვის ტრანსფერით თურქული გრანდი დაინტერესდა » სპორტის ხაზი

ფეხბურთელის გარემოცვას უკვე დაუკავშირდნენ - საზონოვის ტრანსფერით თურქული გრანდი დაინტერესდა

ფეხბურთელის გარემოცვას უკვე დაუკავშირდნენ - საზონოვის ტრანსფერით თურქული გრანდი დაინტერესდა
14-07-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

რუსული გამოცემა Championat-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების და მოსკოვის დინამოს 21 წლის მცველი, საბა საზონოვი შესაძლოა სტამბულის გალათასარაიში გადავიდეს.

წყაროს მტკიცებით, ახალგაზრდა ქართველი მოთამაშის გარემოცვასთან პირველი კონტაქტი უკვე შედგა, მაგრამ თურქულ კლუბს დინამოსთან მოლაპარაკებები ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუწყია.

ცნობისთვის, პარალელურად იწერება, რომ საზონოვის ტრანსფერით იტალიური გუნდებიც არიან დაინტერესებულები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი