"საბოლოო უპირატესობა ტორპედომ სწორედ ამიტომ მოიპოვა" - სტივ კინი » სპორტის ხაზი

"საბოლოო უპირატესობა ტორპედომ სწორედ ამიტომ მოიპოვა" - სტივ კინი

"საბოლოო უპირატესობა ტორპედომ სწორედ ამიტომ მოიპოვა" - სტივ კინი
14-07-2023, 12:25
Aa Aa
გაზიარება:

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში ქუთაისის ტორპედომ ბოსნიურ სარაევოს უმასპინძლა და შეხვედრა საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა, - 2:2.

მატჩის დასრულების შემდეგ ადგილობრივ ჟურნალისტებთან გამოჩნდა ტორპედოს შოტლანდიელი დამრიგებელი. აი, რა თქვა მან:

"ამ შეხვედრიდან ის მომეწონა, რომ ჩაგდებული პირველი წუთების შემდეგ თამაში რადიკალურად გამოვასწორეთ. აშკარა იყო, რომ პირველი ტაიმის პირველ ნახევარში სარაევო გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა, რის გამოც ტაქტიკური ცვლილებები გავაკეთეთ, ამან კი შედეგი უმალვე გამოიღო. შეხვედრაში კორექტივების შეტანის შემდეგ თამაში გამოვასწორეთ, მომენტების შექმნა დავიწყეთ და სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მათგანი გოლით ვერ დავასრულეთ. მიუხედავად ყველაფრისა, წინ მეორე მატჩია და ყველაფერი სარაევოში უნდა გადაწყდეს."

"ვფიქრობ, საბოლოო უპირატესობა იმიტომ მოვიპოვეთ, რომ მეტოქეს ფიზიკური მზადყოფნით ვაჯობეთ. ბოლოსკენ 3-4 კარგი საგოლე მომენტი გვქონდა, რომელთა გოლში გადაზრდაც ნამდვილად შეგვეძლო, მაგრამ არ გამოგვივიდა."

"შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები, თუმცა ლოგიკურს ნამდვილად დავარქმევ. იყო ეპიზოდები, როდესაც უპირატესობას ბოსნიელები ფლობდნენ, თუმცა კარგი მომენტები ჩვენც გვქონდა. ამდენად, ფრე ადკევატური შედეგია, მაგრამ კმაყოფილების გრძნობას არ განვიცდი."

"განმეორებით შეხვედრაში შევეცდებით როგორც გოლების გატანას, ისე კარის მშრალად შენახვას და მომდევნო ეტაპზე გასვლას."
- თქვა სტივ კინმა

შეგახსენებთ, რომ სარაევოსა და ტორპედოს განმეორებითი მატჩი 20 ივლისსაა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი