"უკეთესი იქნება თუ 1/4 ფინალში ჩვენთან დინამო გამოვა" - ხორვატული მედია » სპორტის ხაზი

"უკეთესი იქნება თუ 1/4 ფინალში ჩვენთან დინამო გამოვა" - ხორვატული მედია

"უკეთესი იქნება თუ 1/4 ფინალში ჩვენთან დინამო გამოვა" - ხორვატული მედია
14-07-2023, 12:08
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/8 ფინალის პირველი შეხვედრა დინამო თბილისმა ყაზახური ასტანას წინააღმდეგ 12 ივლისს გამართა და მატჩი სტუმრად ფრედ, 1:1 დაასრულა.

ამ შეხვედრას თვალს ყურადღებით ადევნებდა ხორვატული მედია, რადგან ქართულ-ყაზახურ წყვილში გამარჯვებული 1/4 ფინალში სწორედ ხორვატულ დინამო ზაგრებზე გადის.

აღსანიშნავია, რომ ხორვატებს 1/4 ფინალში სათამაშო მეტოქედ ასტანას დინამო თბილისი ურჩევნიათ, მიზეზს კი ასე ხსნიან:

"ჩვენთვის უკეთესი იქნება თუ მომდევნო ეტაპზე დინამო თბილისს შევხვდებით და არა ასტანას. ბოლო წლებში ყაზახურ კლუბს აშკარა პროგრესი აქვს და მუდმივად რთულ ძალას წარმოადგენს."

"ასტანა დინამოსთან ფავორიტადაა მიჩნეული და სწორედ აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ მათი გავარდნა და 1/4 ფინალში დინამოსთან თამაში ჩვენთვის უკეთესი იქნება."
- წერენ ხორვატიაში

შეგახსენებთ, რომ დინამოსა და ასტანას განმეორებითი შეხვედრა 5 დღეში, 19 ივლისსაა დაგეგმილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი