გეგუჩაძე: "მეტოქე გუნდზე ბევრი ინფორმაცია არ გაქვს, გუნდში კი საბრძოლო განწყობაა" » სპორტის ხაზი

გეგუჩაძე: "მეტოქე გუნდზე ბევრი ინფორმაცია არ გაქვს, გუნდში კი საბრძოლო განწყობაა"

გეგუჩაძე: "მეტოქე გუნდზე ბევრი ინფორმაცია არ გაქვს, გუნდში კი საბრძოლო განწყობაა"
13-07-2023, 17:41
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, დღეს კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ბათუმი სტუმრად ალბანურ ტირანას დაუპირისპირდება.

მატჩამდე ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ რთულ მატჩს ელოდება.

"თავს კარგად ვგრძნობთ. განწყობა თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე ადეკვატური და ჩვეულებრივი, საბრძოლო განწყობაა.

მოწინააღმდეგე გუნდმა ალბათ ყველაფერი დახურა, რადგან ბოლო პერიოდში ინფორმაცია ჩვენთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო, მხოლოდ ის ვიცით, რამდენი და როგორი ფეხბურთელები დაიმატეს და ვფიქრობ საკმაოდ გაძლიერდნენ. ძალიან რთული თამაშის მოლდინი გვაქვს - მეტოქეზე კი ბევრ რამეს უშუალოდ მინდორზე გავიგებთ
", - განაცხადა გეგუჩაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტირანასა და დინამო ბათუმის მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი