უარი ბარნლის - მეცმა ინგლისური კლუბის პირველი შეთავაზება დაბლოკა » სპორტის ხაზი

უარი ბარნლის - მეცმა ინგლისური კლუბის პირველი შეთავაზება დაბლოკა

უარი ბარნლის - მეცმა ინგლისური კლუბის პირველი შეთავაზება დაბლოკა
14-07-2023, 16:49
Aa Aa
გაზიარება:

უკვე დიდი ხანია ცნობილია ის, რომ ვენსან კომპანის ბარნლი პრემიერ ლიგაში აღზევების შემდეგ შემადგენლობის გაღრმავებას აპირებს, მათი ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნე კი გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერია.

როგორც ბელგიელი ჟურნალისტი საშა ტავოლიერი წერს, ბარნლიმ მეცს მიქაუტაძის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა, თუმცა ფრანგებმა ფასის გაზრდა მოითხოვეს და პირველი შეთავაზება დაბლოკეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარნლიმ მეცს გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერში 15 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა მეცს არა 15, არამედ 20 მილიონი ევრო სურს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გიორგის ტრანსფერით ბარნლისთან ერთად რომის ლაციოც ინტერესდება, რის შესახებაც ინფორმაცია ცნობილმა ინსაიდერმა, ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი