"რაიო ვალეკანო ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს" - ესპანური მედია » სპორტის ხაზი

"რაიო ვალეკანო ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს" - ესპანური მედია

"რაიო ვალეკანო ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს" - ესპანური მედია
12-07-2023, 12:45
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზემ გასული სეზონის სერია A-ში მე-19 ადგილი დაიკავა და ქვედა დივიზიონში დაქვეითდა, ქართველი მცველი კი ახალი კლუბის ძიებაშია.

როგორც ესპანურმა Todofichajes-მა დაწერა, ლა ლიგის ბინადარი რაიო ვალეკანო მომდევნო სეზონისთვის შემადგენლობის გაღრმავებას აპირებს, მათი ერთ-ერთი სამიზნე კი სწორედ ქართველი ფეხბურთელია:

"რაიო ვალეკანოდან ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები წავიდნენ, როგორებიც სანტი კომესანა და ალეხანდრო კატენა არიან. ამის გამო კლუბი ახალი მოთამაშეების დამატებას აპირებს და მხოლოდ 34 წლის ერნანდეს არიდანეს ტრანსფერით არ დაკმაყოფილდება."

"მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კრემონეზეს ლუკა ლოჩოშვილია, რომელიც გასულ სეზონში იტალიურ კლუბში მშვენივრად გამოიყურებოდა, თუმცა მისი კარგი თამაში გუნდს არ ეყო და სერია B-ში დაქვეითდა."

"ლოჩოშვილი ამ ეტაპზე ახალი კლუბების შემოთავაზებებს განიხილავს, რაიო ვალეკანოსთვის კი მისი გადაბირება კარგ ვარიანტად რჩება, რადგან ლუკას დაცვაში საკმაოდ მაღალ დონეზე შეუძლია."
- წერს ესპანური გამოცემა

ცნობისთვის, გასულ სეზონში რაიო ვალეკანომ ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ადგილი 49 ქულით დაიკავა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი