"შეიძლება ხვიჩასთან და გიორგისთან ერთად ჯგუფიდანაც კი ვერ გავსულიყავით" - დავით მუჯირი » სპორტის ხაზი

"შეიძლება ხვიჩასთან და გიორგისთან ერთად ჯგუფიდანაც კი ვერ გავსულიყავით" - დავით მუჯირი

"შეიძლება ხვიჩასთან და გიორგისთან ერთად ჯგუფიდანაც კი ვერ გავსულიყავით" - დავით მუჯირი
11-07-2023, 15:03
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა.

დავით მუჯირი ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ მათი ყოფნა 1/2 ფინალის საგზურს დანამდვილებით არ მოიტანდა:

"ჩვენ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია. ხვიჩა და მიქაუტაძე რომ გვყოლოდნენ, შეიძლება ნახევარფინალში გვეთამაშა ან ჯგუფშიც კი ჩავრჩენილიყავით. ვფიქრობ, ამაზე ახლა საუბარი არასწორი იქნებოდა."

"ფეხბურთელები ასეთ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად იღებენ. წარმატება მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც ასეთი დონის ტურნირებს სრულ ფიზიკურ მზადყოფნაში ხვდები და ეს ხვიჩასაც ეხება, გიორგისაც, რამაზ სვანაძესა და დანარჩენებს."
- თქვა მუჯირმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი