ლიონი გამოირიცხა | რა შლის მიქაუტაძის საოცნებო გუნდში ტრანსფერს? » სპორტის ხაზი

ლიონი გამოირიცხა | რა შლის მიქაუტაძის საოცნებო გუნდში ტრანსფერს?

ლიონი გამოირიცხა | რა შლის მიქაუტაძის საოცნებო გუნდში ტრანსფერს?
11-07-2023, 14:35
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გიორგი მიქაუტაძე ლიონის აღზრდილია და ქართველი ფეხბურთელის ოცნება სწორედ ლიონის პირველ გუნდში თამაშია.

ამის შესახებ ფრანგული საიტი, კერძოდ olympique-et-lyonnais.com სტატიას აქვეყნებს და იმ მიზეზს ასახელებს თუ რატომ არის გამორიცხული გიორგის ლიონში ტრანსფერი:

"გიორგი მიქაუტაძე ლიონმა აღზარდა და ყველამ იცის, რომ მისი ოცნება ამ კლუბში თამაშია. მიუხედავად ამისა, გიორგი ახლა პოპულარული არა ლიონში, არამედ ბარნლიშია, რომელიც პრემიერ ლიგაში დაწინაურდა და შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს."

"მიქაუტაძე ლიონში ვერ გადავა, ყოველ შემთხვევაში ამ ზაფხულს, რადგან კლუბს ფინანსური პრობლემების გამო ტრანსფერების განხორციელება აკრძალული აქვს."
- წერია ვებგვერდზე

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ წინა სეზონის საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში თავი 23 გოლს მოუყარა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი