რა შემთხვევაში დატოვებს დუშან ვლაჰოვიჩი ტურინის იუვენტუსს? » სპორტის ხაზი

რა შემთხვევაში დატოვებს დუშან ვლაჰოვიჩი ტურინის იუვენტუსს?

რა შემთხვევაში დატოვებს დუშან ვლაჰოვიჩი ტურინის იუვენტუსს?
10-07-2023, 15:08
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ფაბრიციო რომანომ დაწერა, არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ ტურინის იუვენტუსი ამ ზაფხულს მისმა სერბმა ფორვარდმა, დუშან ვლაჰოვიჩმა დატოვოს, თუმცა საამისოდ გარკვეული პირობები უნდა დაკმაყოფილდეს.

ამავე ჟურნალისტის ინფორმაციის მიხედვით, "ბებერი ქალბატონი" ვლაჰოვიჩს იმ შემთხვევაში შეელევა თუ მის სანაცვლოდ სარფიან წინადადებას მიიღებს:

"დუშან ვლაჰოვიჩით ამ ეტაპზე სერიოზულადაა დაინტერესებული პარი სენ-ჟერმენი, რომელიც ახალი თავდამსხმელის ძიებაშია."

"რაც შეეხებათ ჩელსისა და ბაიერნს, ისინი დუშანს აფასებენ, თუმცა მათ სატრანსფერო პრიორიტეტებში სერბის დამატება არ შედის."
- დაწერა ჟურნალისტმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი