ლაციოს მატეო პოლიტანოს ყიდვა სურს - ნაპოლის შემტევი ტრიო იშლება? » სპორტის ხაზი

ლაციოს მატეო პოლიტანოს ყიდვა სურს - ნაპოლის შემტევი ტრიო იშლება?

ლაციოს მატეო პოლიტანოს ყიდვა სურს - ნაპოლის შემტევი ტრიო იშლება?
10-07-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

არაერთი იტალიური გამოცემისა და ამავე ქვეყნის სპორტული ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ინფორმაციის მიხედვით, მატეო პოლიტანოს ტრანსფერით რომის ლაციო ინტერესდება.

კონკრეტულად საქმე მაურიციო სარისა და მის მოთხოვნებს ეხება, რომელსაც მიაჩნია, რომ იტალიელ გარემარბს რომაული გუნდის შეტევის გაძლიერება შესანიშნავად შეუძლია.

იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტანომ გასულ სეზონში სულ რაღაც 4 გოლი გაიტანა, დიდია შანსი, რომ აურელიო დე ლაურენტისმა მის შენარჩუნებაზე უარი თქვას და ტრანსფერიდან შემუსული თანხა ახალი მოთამაშის ყიდვას მოახმაროს.

თავის მხრივ, იწერება ისიც, რომ ნაპოლიში ირვინგ ლოსანოს დღეებიც დათვლილია. თუ კლუბი ორივე მარჯვენა ვინგერმა დატოვა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ პარტენოეპის შემტევ დუეტს, ოსიმენსა და კვარას მომავალ სეზონში ახალი ფეხბურთელი შეემატება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი