დომინოს ეფექტი - რომელი გზით შეუძლია მამარდაშვილს ბაიერნში მოხვედრა? » სპორტის ხაზი

დომინოს ეფექტი - რომელი გზით შეუძლია მამარდაშვილს ბაიერნში მოხვედრა?

დომინოს ეფექტი - რომელი გზით შეუძლია მამარდაშვილს ბაიერნში მოხვედრა?
10-07-2023, 12:18
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მანამდე დავწერეთ, მანჩესტერ იუნაიტედი დავიდ დე ხეამ დატოვა, კლუბი კი მისი შემცვლელის აქტიურ ძიებაშია.

თითქმის ყველა გამოცემა და ცნობილი ჟურნალისტი წერს, რომ მანჩესტერის ახალი მეკარე ანდრე ონანა უნდა გახდეს, რომელსაც ინტერი სარფიანი შემოთავაზების სანაცვლოდ შეელევა.

თავის მხრივ, ნერაძურის ახალი მეკარის ყიდვაც სურს, ბაიერნის იან სომერი კი კარგი გამოსავალია, თანაც 2 მიზეზის გამო. პირველი ისაა, რომ სომერი გამოცდილია და ზურგს უმაღლეს დონეზე ნათამაშები წლები უმაგრებს, მეორე კი მის ფასს უკავშირდება. როგორც დაიწერა, ინტერს შვეიცარიელ მეკარეში მხოლოდ და მხოლოდ 9 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

სიტუაცია თუ ასეთი სცენარით განვითარდა, მაშინ მიუნხენის ბაიერნს დარჩება მეკარე, რომლის შეძენაც როგორც მანჩესტერს, ისე ინტერსაც სურდა, - ეს გიორგი მამარდაშვილია.

Sky-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი წერს, რომ სომერის ინტერში წასვლა გზას სწორედ მამარდაშვილს გაუხსნის. ახლა მთავარი ისაა, რომ ვალენსიამ ქართველ მეკარეში იმაზე მეტი არ მოითხოვოს, ვიდრე მანამდე არაოფიციალურ დონეზე სახელდებოდა (25-30 მილიონი ევრო).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი