ონანა დე ხეას შემცვლელად - უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანს » სპორტის ხაზი

ონანა დე ხეას შემცვლელად - უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანს

ონანა დე ხეას შემცვლელად - უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანს
9-07-2023, 13:05
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელი დღე მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებისთვის საკმაოდ ემოციური იქნებოდა, რადგან კლუბი ყველაზე გამოცდილმა წევრმა, დავიდ დე ხეამ დატოვა, რომელიც "წითელი ეშმაკების" ქომაგებს მგრძნობიარე სიტყვებით გამოემშვიდობა.

ცხადია, მანჩესტერი არ აპირებს, რომ ესპანელი მეკარის წასვლას მოუმზადებლად დახვდეს. როგორც ფაბრიციო რომანომ დაწერა, ინგლისელებს ინტერის მეკარესთან, ანდრე ონანასთან თითქმის ყველაფერი შეთანხმებული აქვთ და კამერუნელმა ახალი სეზონიდან მანჩესტერში უნდა ითამაშოს:

"მანჩესტერ იუნაიტედისთვის პრიორიტეტული მეკარე ანდრე ონანაა და კლუბი სხვა პირველ ნომერთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. მანჩესტერის ბოსებისთვის კიდევ რამდენიმე კანდიდატი არსებობს, თუმცა არსებითად არაფერი იცვლება, მთავარი სამიზნე სწორედ ონანაა, რომელთანაც კონტრაქტი მომდევნო კვირაში უნდა გაფორმდეს." - დაწერა ჟურნალისტმა

სხვათაშორის, არსებობს შანსი, რომ ონანას ტრანსფერმა გიორგი მამარდაშვილის კარიერაზეც იქონიოს გავლენა. ბოლო პერიოდში ქართველს ბაიერნს უკავშირებენ და ინტერის ინტერესი შედარებით ჩრდილის ქვეშ მოექცა, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ გერმანულ გუნდამდე გიორგის წაყვანის სურვილს სწორედ ნერაძური გამოთქვამდა, ამას კი არაერთი გავლენიანი წყარო ადასტურებდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი