"გიორგის აგენტსა და ბაიერნის ტექნიკურ დირექტორს შორის კარგი ურთიერთობაა, თუმცა" - Sky Sports-ის ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"გიორგის აგენტსა და ბაიერნის ტექნიკურ დირექტორს შორის კარგი ურთიერთობაა, თუმცა" - Sky Sports-ის ჟურნალისტი

"გიორგის აგენტსა და ბაიერნის ტექნიკურ დირექტორს შორის კარგი ურთიერთობაა, თუმცა" - Sky Sports-ის ჟურნალისტი
8-07-2023, 12:31
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილისა და მიუნხენის ბაიერნის ურთიერთკავშირის შესახებ საერთაშორისო მედიაში მორიგი ინფორმაცია ქვეყნდება, რომელსაც Sky Sports-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.

როგორც ის წერს, გერმანული კლუბის ტექნიკურ დირექტორ მარკო ნეპესა და გიორგი მამარდაშვილის აგენტს შორის დადებითი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული, თუმცა არსებობს მიზეზი, რის გამოც ბაიერნი ქართველის ტრანსფერის შესახებ ვალენსიას მომდევნო დღეებში არ მიმართავს. პლეტენბერგის ინფორმაციის მიხედვით, გერმანელებს 30 მილიონი ევროს ახალ მეკარეში დახარჯვა არ სურთ:

"მიუნხენის ბაიერნი უახლოეს დღეებში გიორგი მამარდაშვილის შესახებ ვალენსიას არ მიმართავს, რადგან მათთვის სათადარიგო მეკარეში 25-30 მილიონი ევროს გადახდა პრიორიტეტული არ არის. გერმანულ კლუბში მანუელ ნოიერი ჯერ ისევ პირველ ნომრად განიხილება, ბაიერნი კი რიგით მეორე მეკარეში ამხელა ინვესტიციას არ ჩადებს." - დაწერა ჟურნალისტმა

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ფაბრიციო რომანომ რამდენიმე დღის წინ აბსოლუტურად საპირისპირო ინფორმაცია გაავრცელდა და თქვა, რომ ბაიერნისა და მამარდაშვილის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ამ დღეებში უნდა შედგეს.

როგორც რომანო წერდა, ბაიერნის გადაწყვეტილება ვალენსიას დასახელებულ ფასზე იქნება დამოკიდებული. თუ ესპანელები გიორგის ღირებულებას ძალიან არ გაზრდიან, მაშინ გერმანული გრანდი ქართველის შეძენაზე წინადადებას ოფიციალურად მოამზადებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი