აზარისა და მესის წყვილი - ბელგიელი ინტერ მაიამიში გადადის? » სპორტის ხაზი

აზარისა და მესის წყვილი - ბელგიელი ინტერ მაიამიში გადადის?

აზარისა და მესის წყვილი - ბელგიელი ინტერ მაიამიში გადადის?
6-07-2023, 15:20
Aa Aa
გაზიარება:

თუ ბოლო წლებში მადრიდის რეალში ვინმეს კარიერა დაენგრა, ეს ედენ აზარია, რომელიც რეალში ჩელსიდან სუპერვარსკვლავის სტატუსით მივიდა, თუმცა მისი კარიერა მხოლოდ დაღმასვლისკენ წავიდა.

ედენ აზარი უკვე რამდენიმე წელია რეალში თამაშობს, თუმცა მისგან არათუ სტაბილური სეზონი, არამედ სტაბილურად გამართული რამდენიმე მაღალი დონის თამაშიც კი არ გვახსოვს, რის გამოც ბელგიელს კლუბიდან წასვლას უწინასწარმეტყველებენ.

უკანასკნელი ინფორმაციის მიხედვით, ედენ აზარს თავისთან დევიდ ბექჰემი ინტერ მაიამიში ეპატიჟება, თანაც საკმაოდ სარფიანი ანაზღაურებით.

შესაბამისად, არის შანსი, რომ 2023/2024 წლების სეზონიდან ლეო მესი და ედენ აზარი ერთ გუნდში ვიხილოთ..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი