გასული სეზონიდან რამდენიმე ფორვარდის გამორჩევა შეიძლება, რომლებმაც მთელი სეზონის განმავლობაში თავი უმაღლეს დონეზე წარმოაჩინეს, ასეთი ერთ-ერთი კი ხვიჩა კვარაცხელიას მეწყვილე და მეგობარი ვიქტორ ოსიმენია.
ნიგერიელი სტრაიკერი ნაპოლისთვის გასულ სეზონში ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელი იყო და საწყენია, რომ გუნდის დახმარება ოსიმენმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში მილანის წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ შეძლო.
ცნობილმა გამოცემამ, კერძოდ ESPN-მა სწორედ თავდამსხმელთა TOP 10 გამოაქვეყნა, სადაც წარმოდგენილნი არიან ის ფორვარდები, რომლებმაც 2022/2023 წლების სეზონში ყველაზე კარგად იასპარეზეს:
1. ერლინგ ჰოლანდი
2. კარიმ ბენზემა
3. ჰარი კეინი
4. ვიქტორ ოსიმენი
5. რობერტ ლევანდოვსკი
6. გაბრიელ ჟესუსი
7. რანდალ კოლო-მუანი
8. ალექსანდერ ისაკი
9. დუშან ვლაჰოვიჩი
10. ჯონათან დევიდი
შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ვიქტორ ოსიმენმა ნაპოლის მაისურით ყველა ტურნირზე 31 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.