"დავითაშვილი ბორდოდან მარტო ამ შემთხვევაში წავა" - ფრანგი ჟურნალისტის ექსკლუზივი » სპორტის ხაზი

"დავითაშვილი ბორდოდან მარტო ამ შემთხვევაში წავა" - ფრანგი ჟურნალისტის ექსკლუზივი

"დავითაშვილი ბორდოდან მარტო ამ შემთხვევაში წავა" - ფრანგი ჟურნალისტის ექსკლუზივი
5-07-2023, 14:33
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაიწერა, რომ ბორდომ ზურიკო დავითაშვილი დინამო ბათუმიდან გამოისყიდა, რაც სავსებით ლოგიკურია, რადგან ქართველ ფეხბურთელს შესანიშნავი პერიოდი ჰქონდა როგორც ლიგა 2-ში, ისე სანაკრებო დონეზეც.

აღსანიშნავია, რომ ზურიკოს კარგი სათამაშო ფორმა და მიღწევები სხვადასხვა კლუბებმაც შეამჩნიეს, რომლებმაც წინადადებით ბორდოს უკვე მიმართეს, თუმცა ამ უკანასკნელმა ყველა შეთავაზება დაბლოკა. მიუხედავად ამისა, როგორც ფრანგი ჟურნალისტი კლემენ კარპენტიე ამბობს, არსებობს ერთი შემთხვევა, როდესაც ბორდო ზურიკოს გაყიდვაზე დაფიქრდება:

"პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ბორდო დავითაშვილს ყოველგვარი სირთულეების გარეშე შეინარჩუნებს, რადგან კლუბში დარჩენა თავად ფეხბურთელის სურვილია. გარდა ამისა, ბორდომ ზურიკოს შანსი უხვად მისცა, მან კი გუნდს წარმატება უხვადვე დაუბრუნა. სწორედ ამ მიზეზების გამო მგონია, რომ დავითაშვილი მომავალ სეზონშიც ბორდოს ფეხბურთელი იქნება."

"ბორდო დავითაშვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის თუ შეთავაზება წამყვანი ლიგებიდან იქნება და შემოსავლიანობაც სარფიან მაჩვენებელს მიაღწევს."
- თქვა ფრანგმა ჟურნალისტმა

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ბორდოს მაისურით ლიგა 2-ში 30 თამაში გამართა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი