"პირდაპირ გეტყვით, ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში" - ვის აკრიტიკებს ლევან სალუქვაძე? » სპორტის ხაზი

"პირდაპირ გეტყვით, ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში" - ვის აკრიტიკებს ლევან სალუქვაძე?

"პირდაპირ გეტყვით, ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში" - ვის აკრიტიკებს ლევან სალუქვაძე?
3-07-2023, 18:55
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა, ლევან სალუქვაძემ ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძეზე საკმაოდ კრიტიკული კომენტარი გააკეთა:

"წავაგეთ არათუ ერთი მატჩი, წავაგეთ დიდი ოცნება, ოცნებების სასაფლაოა საერთოდ ჩვენი საფეხბურთო დაუმოკიდებელი ცხოვრება. ხან, ჯერ არველაძეებისა და ქინქლაძის თაობის გვჯეროდა, კიდევ რაღაც გამონათებები გვქონდა, ახლა მაკედონიასთან მატჩის გვჯეროდა. და საოცარი რა არის იცით, ბოლო ორი დიდი იმედი, ორივე თბილისში იყო, ორივე დინამოს სტადიონზე, ორივე ჩვენს ხელში, ორივეში დავაკელით. არ ვიმსახურებდით გასვლას, რადგან ორივეში დავაკელით."

"პირველში ის დავაკელით, რომ უეფას მიერ დაშვებული მაყურებლები ჩვენ არ შევუშვით, გამოვდექით რომის პაპზე მეტად კათოლიკები და წავაგეთ ის თამაში. მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებდით. უფრო მეტი შანსი გვექნებოდა, რომ მოგვეგო. მეორე იყო და აგერ ევროპის ჩემპიონატი. ოლიმპიადა, სახელი, ჩამოსული მთელი მსოფლიო აქ არის, ორ საუკეთესო მოთამაშეს არ ვათამაშებთ. მე არ ვიცი ეს მოთამაშეების გადაწყვეტილება იყო, იმათი კლუბების, იმათი მენეჯერების, ფედერაციის, მწვრთნელების, სანიოლის თუ ვისი. არ მაინტერესებს. მთავარი არის, ვისაც ეხებოდა ამის მოგვარება, იმას უნდა ექნა ყველაფერი, რომ ამათ ეთამაშათ. როგორ მოხდებოდა არ მაინტერესებს, აქ იმიტომ არიან ეს ხალხი, იმიტომ მართავენ. მესმის გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მესმის მე არავინ შემეკითხებოდა როგორც მოქცეულიყავით და არც ამაზე მაქვს პრეტენზია. პრეტენზია იმაზე მაქვს, დამდგარ შედეგზე შეფასება გავაკეთო."

"და გითხრათ რა შედეგი გაქვთ? პირდაპირ გეტყვით, ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში. ეს არის თქვენი ლოჯისტიკა თუ "დაპლანვა", რას ეძახით, დაგეგმარება. კვიპროსის სამი ქულა ანაცვალეთ ოლიმპიადას. რავიცი, ეს თუ არის კარგი მენეჯმენტი, ასე გააგრძელეთ ბატონო. გაუფუჭეთ ხასიათი ყველას. დალაპარაკებოდით, პატარა ბიჭია, 20 წუთი რომ შემოსულიყო მიქაუტაძე და კვარაცხელია, ბოლო 20 წუთი ისრაელთან, გაარღვევდნენ შუაზე იმ დაცვას, გავდიდოდით. სამი ქულა სადაც გინდა იქ წაიღეთ. რომელი სჯობდა? ნახევარფინალში გასვლა კი არა, 21-წლამდე ფინალურ ეტაპზე მოხვედრა გაგვიხდება სანატრელი, დამიჯერეთ ასეთი შანსი არ გვექნება."

"ვინ არის სანიოლი? თამაშებზე არ დადიოდა. ჯგუფურ თამაშებზე არ იყო. მთელი მსოფლიო აქ არის ჩამოსული ფეხბურთის საყურებლად და ეს სადღაც წავიდა. თბილისში იცხოვრებსო და მერე ძველ ქალაქში და შარდენში კაფეს დაჯდეს, მაგიტომ კი არ მიხარია. ქართულ ფეხბურთს უნდა დაესწროს. ამაზე უკეთეს ადგილას სად წავიდოდა ნაკრების მწვრთნელი? ჯერ 10 ფეხბურთელი ნაკრების აქ ჰყავს, ვინც არ არის ნაკრებში, პოტენციურად ნაკრებში მისაწვევია ხვალ და ზეგ. დაგიბერდათ ფეხბურთელები, ასაკში არიან, კანკავა თუ წავიდა, სხვები ნაკლებად კი არ არიან ასაკში. უკვე მოდის მათი შეცვლის დრო და აქედან უნდა შეცვალოს. სხვა ქვეყანაში წავიდოდი სანიოლის ადგილას, ამ ტურნირის სანახავად, არათუ თბილისში არ დავესწრებოდი. დიდი აფიშები, სანიოლი ისრაელთან მატჩს დაესწრება. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა რომ დაესწრო. ახლა გქონდეთ კვიპროსის 3 ქულა და არ დაგეკარგოთ არსად, იმ ჯგუფში რაში გამოგადგებათ, მაგასაც ნახავთ. 30 წუთი კი არა, 30 წელია ვნერვიულობ."


"ვენაცვალე ზურიკოს, ტრაპიდან ბუცებით ჩამოვიდა და ისე ითამაშა. ან მამარდაშვილი რითია ნაკლები სხვებზე ან სხვებზე ნაკლებად დაიღალა?" - თქვა ლევან სალუქვაძემ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი