"ჩვენგან ეს საკმარისი არ იყო" - ნაკრების ფეხბურთელები ტურნირიდან გამოვარდნაზე » სპორტის ხაზი

"ჩვენგან ეს საკმარისი არ იყო" - ნაკრების ფეხბურთელები ტურნირიდან გამოვარდნაზე

"ჩვენგან ეს საკმარისი არ იყო" - ნაკრების ფეხბურთელები ტურნირიდან გამოვარდნაზე
2-07-2023, 12:09
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს ისრაელთან პენალტების სერიაში მარცხით დაემშვიდობა.

აი, რა კომენტარს აკეთებენ ქართველი ფეხბურთელები ურთულესი მარცხის შემდეგ:

გიორგი წიტაიშვილი - "უდიდესი მადლობა გულშემატკივარს. ისინი თამაშის დასრულების შემდეგაც დარჩნენ და გვამხნევებდნენ, სწორედ ესაა ერთიანობა. ევრო 2023 ჩვენი საოცნებო ტურნირი იყო და რაღაცას მივაღწიეთ, თუმცა უფრო მეტიც შეგვეძლო. ისრაელის ნაკრებს ვაჯობეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სამწუხაროდ, პენალტების სერიაში არ გაგვიმართლა, თუმცა ასეც ხდება ხოლმე. ოლიმპიადაზე გასვლის შანსი ისევ გვაქვს და დანარჩენ პლეი ოფებს დაველოდებით."

გიორგი მამარდაშვილი - "ჩვენთვის კარგი ტურნირი გამოვიდა, რადგან საქართველოსგან ამდენს არავინ ელოდა. ტურნირიდან უდიდესი გამოცდილება მივიღეთ და ის ფაქტი, რომ აქამდე მოვედით, ამაში უდიდესი წვლილი გულშემატკივარმა შეიტანა. რაც შეეხება პენალტებს, ეს ლატარეაა, სადაც მხოლოდ 1 გუნდს უმართლებს. არაუშავს, მომავალში კიდევ უფრო ძლიერები დავბრუნდებით."

ზურიკო დავითაშვილი - "პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ქომაგს, რომელიც მხარს ბოლომდე გვიჭერდა, ეს ნამდვილი საოცრება იყო. თავად ტურნირი რთული გამოვიდა. ჯგუფურ ეტაპზე ძალიან გაგვიჭირდა, შემდეგ კი დაღლილზე ისრაელთან ვითამაშეთ. ვფიქრობ, 1/4 ფინალში ენერგიის მარაგი და ფიზიკური მზადყოფნა დაგვაკლდა. ცხადია, ისტორია დაიწერა და ეს მუხტი არსად გაქრება, პირიქით, ბიჭები ზარს ეროვნული ნაკრებისგან ელიან და გზა გრძელდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეროვნულ გუნდთან ერთად მივაღწევთ სანუკვარ მიზანს და ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი