"რის გამო შევცვალე წიტაიშვილი ნაადრევად?" - რამაზ სვანაძის პასუხი » სპორტის ხაზი

"რის გამო შევცვალე წიტაიშვილი ნაადრევად?" - რამაზ სვანაძის პასუხი

"რის გამო შევცვალე წიტაიშვილი ნაადრევად?" - რამაზ სვანაძის პასუხი
2-07-2023, 11:47
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს ისრაელთან პენალტების სერიაში მარცხით დაემშვიდობა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის დამრიგებელმა, გთავაზობთ მას:

"რატომ შევცვალე წიტაიშვილი ნაადრევად? - ის ჩვენი სრულფასოვანი და უმნიშვნელოვანესი წევრია, თუმცა წიტაიშვილს პირველი ტურიდან მოყოლებული ფიზიკური კონდიციების პრობლემა უთამაშებლობის გამო ჰქონდა. სწორედ ამის გამო გამყავდა ყოველთვის გიორგი მოედნიდან, სხვა მიზეზი არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ წიტაიშვილი ახალ კლუბს სულ მალე მონახავს, სადაც მას ნდობას გამოუცხადებენ და სათამაშო დროს მისცემენ."

"დღევანდელი მატჩის შესახებ ბევრ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, ეს ფეხბურთია და მარცხიც მისი ნაწილია. მიმაჩნია, რომ ეს თვალცრემლიანი ბიჭები გაცილებით მეტს იმსახურებდნენ. სწორედ ესენი არიან ქართული ფეხბურთის მომავალი და სწორედ ესენი განსხვავდებიან წინა თაობის მოთამაშეებისგან მენტალურად. მათ აქვთ პასუხისმგებლობა, რომელსაც ბოლომდე გრძნობენ და მათი პროფესიონალიზმი წარმატებაზე ხელს არასდროს ჩააქნევინებთ."
- თქვა რამაზ სვანაძემ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.