"55 ათასი ქართველი ქომაგის წინაშე თამაში ურთულესი იქნება" - ისრაელის მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"55 ათასი ქართველი ქომაგის წინაშე თამაში ურთულესი იქნება" - ისრაელის მწვრთნელი

"55 ათასი ქართველი ქომაგის წინაშე თამაში ურთულესი იქნება" - ისრაელის მწვრთნელი
1-07-2023, 11:55
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე გუნდი ევრო 2023-ზე 1/4 ფინალურ დაპირისპირებას ისრაელის წინააღმდეგ დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე დინამო არენაზე გამართავს.

გთავაზობთ მეტოქე გუნდის დამრიგებლის, გაი ლუზონის კომენტარს, რომელიც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა:

"საქართველოს სამივე შეხვედრას ვუყურეთ და ვადასტურებთ, რომ ისინი საკმაოდ ძლიერები არიან. მათ ურთულეს ჯგუფში შეძლეს პირველი ადგილის დაკავება, რაც სახუმარო სულაც არაა. მიუხედავად ამისა, ბოლო მატჩისგან განსხვავებით, ახლა საქართველო საერთოდ სხვა გუნდია და თამაშიც სხვანაირად უნდა წარიმართოს."

"იოლი ჯგუფი არც ჩვენ გვქონია, თუმცა ისრაელისა და საქართველოს სიტუაციები განსხვავებულია. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დღეს ბალანსირებულად კარგები ვიყოთ როგორც შეტევაში, ისე დაცვაში და 1/2 ფინალში გავიდეთ."

"ხვალ 55 ათასი ქართველი გულშემატკივრის წინაშე მოგვიწევს თამაში, რაც ურთულესი ამოცანა იქნება. ვეცდებით, რომ ზეწოლას გავუმკლავდეთ და დაცვას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ."
- თქვა ისრაელის დამრიგებელმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი