უკვე დადასტურდა - ნაპოლი სპორტულმა დირექტორმა დატოვა » სპორტის ხაზი

უკვე დადასტურდა - ნაპოლი სპორტულმა დირექტორმა დატოვა

უკვე დადასტურდა - ნაპოლი სპორტულმა დირექტორმა დატოვა
30-06-2023, 17:53
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იტალიურ მედიაში იწერება, აურელიო დე ლაურენტისმა ნაპოლის სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის კლუბიდან წასვლას ხელი მოაწერა, რაც მოსალოდნელი იყო კიდეც, რადგან ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ცნობილია კრისტიანო ჯუნტოლის ახალი კლუბი, - ეს ტურინის იუვენტუსია, რომელსაც ჯუნტოლი სპორტული დირექტორის თანამდებობაზე სულ მალე შეუერთდება.

კრისტიანო ნაპოლიში 2015 წლიდან მუშაობდა და გასულ სეზონში ნაპოლის ჩემპიონობის ერთ-ერთი შემოქმედი ისიცაა, რადგან მან კლუბში ისეთი მოთამაშეები მიიყვანა, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია და კიმ მინ-ჯე არიან.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლიში ჯუნტოლის ჩამნაცვლებელი ლაციოს სპორტული დირექტორი იგლი ტარე უნდა იყოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი