"ისრაელის ნაკრები უკვე შესწავლილი გვყავს" - გაგუას, დავითაშვილისა და აზაროვის კომენტარები » სპორტის ხაზი

"ისრაელის ნაკრები უკვე შესწავლილი გვყავს" - გაგუას, დავითაშვილისა და აზაროვის კომენტარები

"ისრაელის ნაკრები უკვე შესწავლილი გვყავს" - გაგუას, დავითაშვილისა და აზაროვის კომენტარები
1-07-2023, 11:56
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე 1/4 ფინალს ისრაელის წინააღმდეგ ითამაშებს.

აი, რას ამბობენ დღევანდელი მატჩის წინ ჩვენი გუნდის ლიდერები:

გიორგი გაგუა

"გუნდში გარკვეული დაღლილობის შეგრძნებაა, რადგან ურთულესი ჯგუფიდან მოგვიწია მომდევნო ეტაპზე გასვლა. პორტუგალიის, ბელგიისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ უბურთოდ ვთამაშობდით, რამაც დიდი ენერგია წაიღო როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. მიუხედავად ამისა, დასვენების დღეებს ძალების აღდგენისთვის მაქსიმალურად გამოვიყენებთ. სასიხარულოა, რომ 1/4 ფინალამდე ისრაელთან შედარებით ერთით მეტი დღე გვაქვს დასასვენებლად. მათ უკვე ვიცნობთ ამხანაგური თამაშიდან და ძალისმიერ მატჩს ველოდებით. ვიმედოვნებთ, რომ 1/2 ფინალში გასვლას მოვახერხებთ."

ირაკლი აზაროვი

"ჯგუფურ ეტაპზე მაქსიმალურად დავიხარჯეთ და რთული მეტოქეების გარემოცვაში პირველი ადგილი დავიკავეთ. კარგია, რომ 1/4 ფინალში გრანდი არ შეგვხვდება. ისრაელი კარგი გუნდია, ბევრს დარბიან და ფიზიკურობის დეფიციტს არ უჩივიან. მიუხედავად მათი სიძლიერისა, ჩვენი შეჩერება უკვე ძალიან რთული იქნება. მიზანი გვაქვს, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ და ოლიმპიადის საგზური მოვიპოვოთ."

ზურიკო დავითაშვილი

"ბოლო მატჩი ურთულესი იყო უამრავი თვალსაზრისით, რამაც ძალიან დაგვღალა, თუმცა ახლა მომდევნო ეტაპზე უნდა ვიფიქროთ. ისრაელის თამაშები ვნახეთ და ვიცით მათი როგორც სუსტი, ისე ძლიერი მხარეები. ვფიქრობ, შეგვიძლია, რომ ისტორია დავწეროთ და ოლიმპიადაზე გავიდეთ."

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის 21-წლამდე გუნდებს შორის მატჩი დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი