საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ორი შეხვედრა კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ გამართა. ვილი სანიოლის გუნდმა პირველ ჯერზე 1:2 მოიგო, მეორე შემთხვევაში კი 0:2 დამარცხდა.
ამ შედეგების პარალელურად, საქართველოს FIFA-ს რეიტინგში 1.29 ქულა მოემატა, თუმცა ეს მაჩვენებელი ისრაელის მონაპოვარს არც შეედრება (16.40), რომელმაც სწორედ ჩვენ გაგვისწრო. ისრაელმა ბოლო ორი მატჩიდან ორივე მოიგო, ჯერ ბელორუსიის, შემდეგ კი ანდორის წინააღმდეგ.
ამდენად, ისრაელი ახლა 75-ე პოზიციას იკავებს, საქართველო კი 78-ე ადგილზეა. ამ ორ ნაკრებს შორის პოზიციებს ბულგარეთი (77) და სალვადორი იკავებენ (76), - იხილეთ ფოტო