"აი სწორედ ამიტომ არის სანიოლი ნაკრებიდან გასაშვები" - მერაბ მეტრეველის განცხადება » სპორტის ხაზი

"აი სწორედ ამიტომ არის სანიოლი ნაკრებიდან გასაშვები" - მერაბ მეტრეველის განცხადება

"აი სწორედ ამიტომ არის სანიოლი ნაკრებიდან გასაშვები" - მერაბ მეტრეველის განცხადება
28-06-2023, 18:47
Aa Aa
გაზიარება:

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი შოტლანდიასთან წაგებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და იმ მიზეზებზე ისაუბრა თუ რის გამოა გასაშვები ვილი სანიოლი ეროვნული ნაკრებიდან - გთავაზობთ მერაბის პოსტს უცვლელად.

"რატომ არის სანიოლი გასაშვები?

გასაგებია, რომ ჯერ საქართვლეოს ისევ არ ყავს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი, რომ შოტლანდიას და მსგავს გუნდებს უფრო მეტი ფეხბურთლეი ყავთ კარგ ჩემპიონატებსი და ა. შ. ბევრი რამეა გასგაები, მაგრამ აქ მთავარი კითხვა სხვაა: შეგვიძლია თუ არა ამ ფეხბურთელებით უკეთესი გუნდის გაკეთება, ვიდრე დღეს გვყუავს და უკეთესად თამაში? (თორემ შოტლანდიისთვის აქმდე ორჯერ მოგვიგია.)

მე ვფიქორბ, რომ შეგვიძლია და ამიტომ ვაკრიტიკებთ სანიოლს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. მივყვეთ კონკრეტულად:
1) სტრატეგია: ბევრს გონია, რომ საქართველომ, რაგდან ბევრი მაღალი კლაისის ფეხბურთელი არ გვყავს, გასვლით შეხვედრებზე ძლიერ გუნდებთან სულ დაცვაზე ორიენტიურუებული შემადგენლობა უნდა დააყნეოს, არადა დაცვით შემდაგენლობას მაშინ აქვს აზრი, თუ გუნდმა დაცვაში თამაში იცის და გოლს არ უშვებს. საქართვლეომ კი დაცვაში თამაში არ იცის და არც არასდროს იცოდა. როცა მეტოქეს ბურთს ვუთმობთ, გოლს ყველა შემთხვევაში ვუშვებთ, 11 მცველიც რომ გვყუავდეს მოედანზე. დაცვაა არაა ჩვენი საქმე: ამიტომ საქართველო უნდა თამაშობდეს ერთი სტრატეგიით: საუკეთესო თავდაცვა შეტევაა. არ გამოგვდის დაცვიდან თამაში და გვჭირდება ისეთი მწვრთენლი, ვინც იმას გვათამაშებს, რაც გამოგვდის.

ასევე ბევრს გონია, რომ კარგმა მწვრთნელმა ყველა კარგი ფებურთელი ერთბაშად არ უნდა გაიყვანოს მოედანზე და რამდენიმე კოზირი „სახელოში“ უნდა ქონდეს დამალაული, რომ მერე თამაში გააძლიერეოს. ამაში არის ლოგიკა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში აქაც იგვე პრობლემაა: სნაამ ამ კოზირების გამოყენებამდე მივა საქმე, როგორც წესი, მანამდე იმდენი გოლი გვაქვს გაშვებული, რომ მატჩის ბოლო 15 წუთი კარგი თამაში აღარ გვყოფნის. (კვიპროსთან იყო გამონაკლისი, რადგან საოცრად გავიმართლა და ორჯერ ხარიხას გაარტყეს, თორემ ის ორივე გოლი რომ გასულიყო, ზურიკოს და ლობჟანას ბოლოში შემოყვანა როგორ გვიშვლეიდა კი ვნახავდით), ამიტომ ჩვენს ნაკრებს ჭირდება ტაქტიკა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ყველა საუკეთესო პირველივე წუთიდან გვყავდეს მოედანზე.
შესაბამსიად, ჩემი როგორც რიგითი გულშემატრკივრის აზრით, სანიოლის სტრატეგია ამ მატჩებისთვის იყო მცდარი

2) ტაქტიკა და შემადგენლობა: მცდარმა სტრატერგიამ მცდარი და არასწორი ტაქტიკის და შემადგენლობის შერჩევამდე მიიყვანა მწვრთნელი. მან რატომღაც პირდაპირ შოტლანდიაში გადაწყვიტა სპალეტის საყავრეელი ტაქტიკა 4-3-3 ეცადა.

თავდიან შემადგენლობა რომ ვცნახეთ, ბევრი დაიბნა, რა ტაქტიკით აპირებდა მწვრთელი თამაშს, მაგრამ იმ წვიმაში და ტყლაპოში რისი გარჩევაც შეიძლებოდა, იმის მხიედვით, ასე იდგნენ ფეხბურთელები: დაცვა: მარჯვივ - კაკაბაძე, ცენტრსი - კაშია და კვირკველია და მარცხნივ - დვალი. ნახევარდაცვაში სამი საყრდენი: კვეკვევსკირი, გაგანიძე და კიტეიშვილი და სამი შემტევი: მარცხნივ კვარა, მარჯვნივ ლობჟანა და ცენტრში მიქაუტაძე.

სრულიად გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა ბატონმა ვილიმ შოტლანდიაში ასეთი ექსპერიმენტის ჩაატრება. აქმდე გუინდს 3-5-2 ტაქტიკით, ან 3-4-3 ით ათამაშებდა ხოლმე. სამი ცენტრალური მცველი თითქოს დაცვის მეტ სტაბილურობას უზრუნველყოფდა. ნორვეგიასთან თამაშის ბოლოს 4-4-2 მოსინჯა და ამანც გააამრთლა და ახლა ეს 4-3-3 საიდან მოიტანა?

საბოლოოდ კი ყველაზე დიდი პრობლემა მარცხენა მცველად დვალის დაყენება აღმოჩნდა. ამან ჩვენს თამაშსს გამოსუწორებელი დაღი დაასვა და აი რატომ:
ერთი მხირვ მესმის რატომ შეაჩერა მასზე არჩევანი სანიოლმა და არა აზაროვზე, რადგან უნდოდოა მოედანზე რაც შეიძლება მეტი ტანმაღალი მცველი ყოლოდა, რომ შოტლანდიელებს სტანდარტულებიდან არ გაელაღათ. (ტუმცა ამან ვერ გვიშველა და პირველი გოლი მიანც სტანდარტულიდან მივიღეთ), მაგრამ შეტევაში სრულად ჩაავრდა მარცხენა ფლანგი. დვალი ცენტრალური მცველია და თუ ასე უნდოდოა ბევრი მაღალი ყოლოდა მოედანზე, ეთამაშა სამი ცენტრალური მცველით და ფლანგზე აზაროვი დაეყენებინა?

ის რომ ფლანგზე დვლაი იდგა და მას იერიშებში ჩართვა არ ეხერხება, ამან შედეგად კვარაცხელიას პასიურობა მოიტანა . კომენტატორებიც გაოცებულები კითხულობდნენ პირველ ტიამში, კავრაცხელიას პასს რატომ არ ძლევენო? არ აძლევდნენ კი არა, ვერ აძლევდნენ. დვალი შეტევაში ვერ ერთვებოდა აქტიურად და კვარაცხლეიამდე ვის უნდა მიეტანა ბურთი? რადგან დვალი შეტევაში პასიურობდა, შეტევა უფრო მეტად მარჯვენა ფლანგიდან იწყებოდა. იქ კაკაბაძე იდგა, რომელსაც შეტევაში ჩართვები მეტად ეხერხება და შედეგად ბურთი იყო უფრო მარჯვნივ და ცენტრში, ვიდრე მარცხნივ. როდის ათამაშდა კავარცხელია? როდესაც დვალი გავიყვანეთ და გოჩოლეიშვილი შემოვიყვანეთ. გოჩო წინ აქტირუად წავიდა და კავრცხელიასთან ბურთიც უფრო ხშირად აღმოჩნდა. ანუ მწვრთნელის ამ ერთმა მცდარმა გადაწყვეტილებამ ჩვენი საუკეთესო ფებურთელი მატჩის დიდი ხნის განმავლობაში უფუნქციოდ დატოვა. ეს იყო მწვრთნელის ყველაზე დიდი შეცდომა.

რაც შეეხება ნახევარდაცვას: მიუხედავად იმისა რომ რამდენჯერმე შეცდა, საერთო ჯამში გაგნიძემ კარგად ითამაშა და კიტეიშვილთან ერთად ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა ჩვენს გუნდში. კვეკვესკირი კი ისევ ვერაფრით გმაოირჩა. რატომ არ შეიძლებოდა კვეკვესკირის ადგილზე დამდგარიყო გაგნიძე და იქ სადაც გაგნიძე იდგა, თავიდანვე ეთამაშა ზურიკო დავითაშვილს? ასე ხომ ჩვენი ნახევრდაცვა უფრო მობილური და მოძრავი იქნებოდა? მერე როცა ზურიკო გამოვიდა, უკვე ძლაიან დაგვიანებული აღმოჩნდა.

არასწორმა სტრატერგიამ და არასწორად შერჩეულმა შემადგენლობამ მიგვიყვნა ცუდ თამაშამდე, უფრო სწორად უსუსურ თამაშამდე, რაც ყველაზე მეტადაა გულდასწყვეტი, ტორემ გლზაგოში წაგებით, ვის არ წაუგია?

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სანიოლმა ვერაფრით მოახერხა ჩვენი გუნდისთვის პრესინგი ესწავლებინა, არადა პრესინგის გარეშე დღეს ფეხბურთს აღარავინ თამაშობს. ჰოდა, მარტივი კითხვაა: რა სარგებლობას ველით მწვრთენლისგან, ვინც გუნდს ამდენი ხნის განმავლობაში პრესინგის თამაში ვერ ასწავლა?

P. S. თუ ფედერაცია სანიოლს ახლავე ვერ გაუშვებს, მაშინ კონკრერული პირობა მაინც უნდა წაუყენოს; არა ჯგუფში მეორეზე ან მესამეზე გასვლა, არამედ უფრო კონკრეტული: თუ ამ შესარჩევი ციკლის ბოლოს ნაკრებს არ ეცოდინება პრესინგის თამაში, როგორც თანამედროვე გუნდს, მაშინ წავა და ერთა ლიგის თამაშებისთვის გუნდს ახალი მწვრთნელი მოამზადებს (აგერ საპლეტი უმუშევარია.)

სხვა შემთხვევში ჩვენ ერთა ლიგიდანაც ვერ გავალთ
", - წერს მეტრეველი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი