"მარადიშვილი რუსი რომ ყოფილიყო, მაშინ მის შეძენაზე ვიფიქრებდით" - ურალის პრეზიდენტი » სპორტის ხაზი

"მარადიშვილი რუსი რომ ყოფილიყო, მაშინ მის შეძენაზე ვიფიქრებდით" - ურალის პრეზიდენტი

"მარადიშვილი რუსი რომ ყოფილიყო, მაშინ მის შეძენაზე ვიფიქრებდით" - ურალის პრეზიდენტი
28-06-2023, 14:34
Aa Aa
გაზიარება:

რუსულ მედიაში ვრცელდება ურალის პრეზიდენტის, გრიგორი ივანოვის კომენტარი, რომელიც მან კონსტანტინე მარადიშვილის შესახებ გააკეთა:

"მარადიშვილის მიმართ ინტერესის შესახებ ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან ეს კლუბის შიდა და დაფარული საკითხია. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მისი ტრანსფერი ურალისთვის მომგებიანი არ იქნება, რადგან ის ქართველია და არა რუსი."

"კონსტანტინე მალე საქართველოს პასპორტს აიღებს და რუსეთს დატოვებს, ჩვენი კი გუნდში სხვა არაერთი ლეგიონერი გვყავს, მისი დამატება აღარ დაგვჭირდება."
- თქვა ურალის პრეზიდენტმა

როგორც იწერება, 23 წლის კონსტანტინე მარადიშვილი მალე საქართველოს ნაკრებს უნდა შეუერთდეს, თუმცა ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი