რამდენი გამოიმუშავა ილია თოფურიამ ჯოშ ემეტის დამარცხებით? » სპორტის ხაზი

რამდენი გამოიმუშავა ილია თოფურიამ ჯოშ ემეტის დამარცხებით?

რამდენი გამოიმუშავა ილია თოფურიამ ჯოშ ემეტის დამარცხებით?
25-06-2023, 18:08
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ გუშინ ჯოშ ემეტი 5 რაუნდიან ორთაბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილების თანხლებით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ილია მთელი ბრძოლის განმავლობაში ფავორიტის სტატუსს ამართლებდა და ყოველი დარტყმით გამარჯვებისკენ თითო ნაბიჯს დგამდა.

სხვათაშორის, ცნობილი გახდა თუ რამდენი მიიღო ქართველმა სპორტსმენმა ამერიკელი ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ.

Insidesport.in-ის ინფორმაციის მიხედვით, ილია თოფურიამ მოგებისთვის სულ 130 000 დოლარი გამოიმუშავა, აქედან 50 000 დოლარი დღის ბრძოლის ბონუსი, 80 000 დოლარი კი გარანტირებული თანხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი