"საქართველო ტალანტების ნამდვილი სამჭედლოა" | Liverpool.com-ის მინიშნება სქაუზერებს » სპორტის ხაზი

"საქართველო ტალანტების ნამდვილი სამჭედლოა" | Liverpool.com-ის მინიშნება სქაუზერებს

"საქართველო ტალანტების ნამდვილი სამჭედლოა" | Liverpool.com-ის მინიშნება სქაუზერებს
25-06-2023, 14:48
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2023-ზე ურთულეს შეხვედრაში ბელგიასთან 2:2 ითამაშა, ქულა აიღო და ჯგუფში ლიდერის სტატუსი შეინარჩუნა.

ჩვენი გუნდის წარმატებული გამოსვლის შესახებ სტატია გამოაქვეყნა Liverpool.com-მა, რომელმაც სქაუზერებს ქართველებისადმი მეტი ინტერესის გამოჩენისკენ მოუწოდა:

"ლივერპულის სკაუტები ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებიან და ტალანტებს აქტიურად აკვირდებიან. მათი ყურადღება უფრო ბელგიისა და ნიდერლანდების მატჩზე იყო მიმართული, თუმცა უკეთესი იქნებოდა, რომ საქართველოზეც ეზრუნათ, რომელმაც პირველი სენსაცია შემოგვთავაზა და პორტუგალიას 2:0 ლიდერების გარეშე მოუგო, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმა საოცარი დისციპლინურობა და სათამაშო უნარები გვიჩვენეს."

"საქართველოს საფეხბურთო ისტორია საკმაოდ მდიდარია მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს სფერო ნელი ტემპებით ვითარდებოდა. მათ ახლა აშკარა პროგრესი აქვთ და შედეგიც სახეზეა. საქართველოს ჰყავს ნაპოლის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია და ვალენსიას გამორჩეული მოთამაშე გიორგი მამარდაშვილი. გარდა ამისა, ლუკა პარკაძე ბაიერნში გადავიდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ტალანტები იბადებიან."

"ლივერპულმა ამ ქვეყანას და მისი სახელით მოასპარეზე ფეხბურთელების დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს. მათთვის კარგი იქნება ახალი ბაზრის აღმოჩენა და კიდევ უფრო კარგი იქნება თუ ამას საქართველოდან დაიწყებენ."
- წერს გამოცემა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი