"საქართველოს კარში 5 გოლის გატანაც კი შეგვეძლო" - ბელგიის მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"საქართველოს კარში 5 გოლის გატანაც კი შეგვეძლო" - ბელგიის მწვრთნელი

"საქართველოს კარში 5 გოლის გატანაც კი შეგვეძლო" - ბელგიის მწვრთნელი
25-06-2023, 14:13
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2023-ზე ურთულეს შეხვედრაში ბელგიასთან 2:2 ითამაშა, ქულა აიღო და ჯგუფში ლიდერის სტატუსი შეინარჩუნა.

აი, რა თქვა ბელგიის ასაკობრივი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ:

"პირველმა გაშვებულმა გოლმა დაგვაბნია, თუმცა თამაშში მალევე დავბრუნდით და სიტუაციას ვაკონტროლებდით, მაგრამ საქართველომ მეორეც გაგვიტანა. მათი სახით საკმაოდ ეფექტური გუნდი ვნახეთ, რომელმაც ორი მომენტიდან ორივე გამოიყენა, ჩვენ კი ბევრი შანსი გავანიავეთ. შეგვეძლო, რომ მეტოქის კარში 5 გოლიც კი გაგვეტანა, თუმცა რეალიზაციაში გვიჭირდა."

"მინდა, რომ დასწრების რეკორდის დამყარება მოგილოცოთ, ეს შესანიშნავი ფაქტია, ჩემი დიდი პატივისცემა ქართველ ქომაგებს. მიუხედავად ამისა, ჩვენზე სავსე ტრიბუნებს წნეხი არ გაუზრდია, პირიქით, ჩემი ბიჭები ასეთ გარემოში თამაშს მიჩვეულები არიან და სასიამოვნოც კი იყო ამდენი ადამიანის ხილვა."

"საქართველოსთან შეხვედრიდან რაღაცები უნდა ვისწავლოთ და შეცდომები პორტუგალიასთან აღარ დავუშვათ. მე მყავს შესანიშნავი ახალგაზრდები, რომლებიც მოწყურებულები არიან და მაქსიმალურად შორს სურთ წასვლა."

"იმედგაცრუებული ვარ, რადგან ყველაფერი ჩვენს ხელში იყო და შანსი გავანიავეთ. მიუხედავად ამისა, პორტუგალიასთან მოსაგებად ვითამაშებთ და შევეცდებით, რომ ჯგუფიდან მაინც გავიდეთ."
- თქვა მატეისენმა

ცნობისთვის, ამ ეტაპზე A ჯგუფს საქართველო 4 ქულით ლიდერობს, მე-2 და მე-3 პოზიციებს ბელგია და ნიდერლანდები 2-2 ქულით ინაწილებენ, ბოლო ადგილზე კი პორტუგალია მხოლოდ 1 ქულითაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი