საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2023-ზე ურთულეს შეხვედრაში ბელგიასთან 2:2 ითამაშა, ქულა აიღო და ჯგუფში ლიდერის სტატუსი შეინარჩუნა.
როგორც მოსალოდნელი იყო, პორტუგალიის დამარცხების შემდეგ დინამოზე ბელგიასთან კიდევ უფრო მეტი ქართველი გულშემატკივარი უნდა გამოჩენილიყო და ასეც მოხდა, დინამო თითქმის სავსე იყო.
მატჩიდან მალევე UEFA-ს ოფიციალურმა გვერდმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ დასწრების რეკორდი დაამყარა (41,887 ადამიანი).
საგულისხმოა, რომ აქამდე რეკორდი ბარსელონაში იყო დამყარებული, სადაც 1996 წლის ფინალი ესპანეთსა და იტალიას შორის გაიმართა (35,500).