ოფიციალურად | დინამო ბათუმმა დაადასტურა - ზურიკო დავითაშვილი ბორდოს სრულფასოვანი ფეხბურთელია! » სპორტის ხაზი

ოფიციალურად | დინამო ბათუმმა დაადასტურა - ზურიკო დავითაშვილი ბორდოს სრულფასოვანი ფეხბურთელია!

ოფიციალურად | დინამო ბათუმმა დაადასტურა - ზურიკო დავითაშვილი ბორდოს სრულფასოვანი ფეხბურთელია!
24-06-2023, 15:05
Aa Aa
გაზიარება:

დინამო ბათუმის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზურიკო დავითაშვილი ბორდომ აჭარული კლუბისგან გამოისყიდა:

"დავითაშვილის ტრანსფერი დაიხურა – ზურიკოს ბორდოსთან იჯარა დაუსრულდა, სრულფასოვანი ტრანსფერი განხორციელდა და ახლა ის ფრანგული კლუბის ფეხბურთელი გახდა", – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძემ.

ცნობისთვის, დავითაშვილმა ბელგიასთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე თავადვე დაადასტურა, რომ ამ ეტაპისთვის ბორდოში დარჩენა და კლუბის დახმარება სურს.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლიგა 2-ში ბორდოს მაისურით 30 მატჩი გამართა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი