საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე რიგით მეორე შეხვედრას დღეს, 20:00 საათზე ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს და შეეცდება, რომ ფლეი ოფისკენ კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი გადადგას.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩზე დასასწრები 30 000 ბილეთი უკვე გაყიდულია, რის შესახებაც დავით მუჯირმა სარაჯოდ ისაუბრა:
"4 ივნისს, 20:00 საათზე, ბელგიასთან მნიშვნელოვანი თამაში გველის. მატჩზე დასასწრები 30 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია და ბილეთების რეალიზაცია ჯერ კიდევ აქტიურად გრძელდება. მატჩის დღეს, ბილეთები გაიყიდება under21tickets.ge-ზე და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 18:00 საათამდე. მოვუწოდებ გულშემატკივარს, რომ შეიძინონ ბილეთები ონლაინ. დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს ასეთი ინტერესისთვის. იმედი მაქვს, რომ წარმატებული სტარტი ბელგიასთან მატჩში გაგრძელდება და რთულ ჯგუფში წარმატების მიღწევას შევძლებთ." - თქვა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა
ცნობისთვის, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ესპანეთმა და იტალიამ ბარსელონაში ფინალი გამართეს. ამ თამაშმა მაყურებლებში დიდი ინტერესი გამოიწვია და 35,500 ბილეთი გაიყიდა, ამ რიცხვის გაუმჯობესება კი ბელგიასთან ნამდვილად შეგვიძლია.