"საქართველომ პორტუგალია ამ ორი ტერმინატორის წყალობით დაამარცხა" - რუსული მედია » სპორტის ხაზი

"საქართველომ პორტუგალია ამ ორი ტერმინატორის წყალობით დაამარცხა" - რუსული მედია

"საქართველომ პორტუგალია ამ ორი ტერმინატორის წყალობით დაამარცხა" - რუსული მედია
23-06-2023, 12:16
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებმა 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველივე შეხვედრაში პორტუგალია დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა.

ამ ფაქტს რუსულ მედიაშიც გამოეხმაურნენ და დაწერეს, რომ ქართველებმა პორტუგალიელი თანატოლები 2 ტერმინატორის წყალობით დაამარცხეს:

"ბევრი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ საქართველო პორტუგალიასთან აუტსაიდერი იყო და ქულებს ვერ აიღებდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა, მათ 2:0 იმარჯვეს და ჯგუფში გალიდერდნენ."

"გარდა გოლის ავტორებისა, საქართველოს 3 ქულის მოპოვებაში ძალიან დაეხმარა მათი 2 ტერმინატორი, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი გოჩოლეიშვილი, რომლებმაც 2 დღეში 2 სხვადასხვა ქალაქში ჩაატარეს თამაში, ჯერ შოტლანდიასთან გლაზგოში, შემდეგ კი პორტუგალიასთან თბილისში."
- დაწერა რუსულმა Sports-მა

შეგახსენებთ, რომ რამაზ სვანაძის გუნდი რიგით მეორე შეხვედრას 24 ივნისს ბელგიის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი დინამო არენაზე შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი