"საქართველოს მოგება ნამდვილი შოკი იყო" - UEFA რამაზ სვანაძის გუნდზე » სპორტის ხაზი

"საქართველოს მოგება ნამდვილი შოკი იყო" - UEFA რამაზ სვანაძის გუნდზე

"საქართველოს მოგება ნამდვილი შოკი იყო" - UEFA რამაზ სვანაძის გუნდზე
22-06-2023, 12:02
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი შესანიშნავად დაიწყო და სადებიუტო შეხვედრაში პორტუგალიის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რომლითაც რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფის ლიდერი ერთპიროვნულად გახდა.

ცხადია, ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის დამარცხება ყურადღების მიღმა არ დარჩენია UEFA-ს, რომელმაც საქართველოს საოცარ გამარჯვებას ნამდვილი შოკი უწოდა:

"საქართველომ ჯგუფური ეტაპის პირველივე შეხვედრაზე პორტუგალია 24,425 გულშემატკივრის წინაშე დაამარცხა, ეს სრული შოკი იყო. მართალია, რომ ევროპის სამგზის ფინალისტი ბურთსა და თამაშს აკონტროლებდა, თუმცა გოლები ქართველებმა გაიტანეს, ჯერ გაგუამ, რომელმაც წიტაიშვილის პასი შესანიშნავად დაამუშავა და მეტოქის კარი აიღო, შემდეგ კი საბა საზონოვმა, რომელმაც პორტუგალიას თავური დარტყმით გაუტანა."

"პორტუგალიას საქართველოსთან მარცხამდე 11 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. გარდა ამისა, ამ შეხვედრამდე პორტუგალიელებმა გოლი ბოლო 11 შეხვედრიდან ყველგან გაიტანეს, ქართველებთან კი ეს ვერ მოახერხეს."
- დაწერა UEFA-მ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრას ზეგ, 24 ივნისს ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული მატჩი 20:00 საათზე დინამო არენაზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი