"გუნდში ნარკომანები გვყავს, ვისთან წააგეთ" - რას წერენ პორტუგალიელი ფანები საქართველოსთან მარცხზე » სპორტის ხაზი

"გუნდში ნარკომანები გვყავს, ვისთან წააგეთ" - რას წერენ პორტუგალიელი ფანები საქართველოსთან მარცხზე

"გუნდში ნარკომანები გვყავს, ვისთან წააგეთ" - რას წერენ პორტუგალიელი ფანები საქართველოსთან მარცხზე
21-06-2023, 22:36
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე გუნდმა შესანიშნავად დაიწყო 2023 წლის ევროპის ჩემპიონატი, სადაც მათ პორტუგალიელი თანატოლები 2:0 დაამარცხეს და ჯგუფში ერთმნიშვნელოვნად გალიდერდნენ.

ცხადია, ჯგუფის აუტსაიდერთან მარცხმა და ტურნირის წაგებით დაწყებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია პორტუგალიაში. აი, რას წერენ ისინი თავიანთ საყვარელ ნაკრებზე:

"სიცილისგან ვერ ვჩერდები"

"მეტი თავმდაბლობა უნდა გამოიჩინოთ ხოლმე და მეტოქე დააფასოთ"

"მთელი ქვეყანა შეგვარცხვინეთ"

"გუნდში საკმარისი მოტივაცია ვერ დავინახე"

"ვინმემ უთხარით ამ ნარკომანებს, რომ ქვეყნის სახელს ატარებენ"

"საიდან სად დავეშვით, საშინელებაა"

"ამ წაგებით ტურნირს უკვე დავემშვიდობეთ, მადლობა ბიჭებო"

"თავი შვებულებაში ჰგონიათ? სამარცხვინოდ ითამაშეს"

"ასე თამაშს სჯობს, რომ საერთოდ არ იასპარეზოთ ტურნირზე"

"წააგეთ გუნდთან, რომელიც ტურნირზე არც კი იქნებოდა მასპინძლის სტატუსის გარეშე"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი