"ტოტენჰემი დეტალების გასაცნობად გიორგი მამარდაშვილს დაუკავშირდა" - ფაბრიციო რომანო » სპორტის ხაზი

"ტოტენჰემი დეტალების გასაცნობად გიორგი მამარდაშვილს დაუკავშირდა" - ფაბრიციო რომანო

"ტოტენჰემი დეტალების გასაცნობად გიორგი მამარდაშვილს დაუკავშირდა" - ფაბრიციო რომანო
22-06-2023, 11:59
Aa Aa
გაზიარება:

არაოფიციალურ დონეზე გიორგი მამარდაშვილის ვალენსიიდან წასვლა გადაწყვეტილია, რადგან კლუბში ფინანსური კრიზისია, ქართველი მეკარის ტრანსფერიდან მიღებული თანხა კი ესპანური კლუბისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

ბოლო პერიოდში გიორგის აქტიურად უკავშირებენ ინგლისის პრემიერ ლიგას, უფრო კონკრეტულად კი ლონდონურ კლუბებს, ჩელსისა და ტოტენჰემს. ამ ეტაპზე ფაბრიციო რომანომ, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ ტოტენჰემი მამარდაშვილს დაუკავშირდა და დეტალების გარკვევა სცადა.

საქმე ისაა, რომ ტოტენჰემისთვის ფავორიტი მეკარე დავიდ რაიაა, რომელიც ახლა ბრენტფორდის ღირსებას იცავს. დავიდ რაიას სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევრო გახლავთ, რაც ტოტენჰემის ხელმძღვანელობას ძალიან ეძვირება, შესაბამისად, მათ მამარდასთან დაკავშირება და ნიუანსების გარკვევა გადაწყვიტეს.

იმ შემთხვევაში თუ მამარდაშვილი 30 მილიონის ფარგლებში გაიყიდება, მაშინ ტოტენჰემი ქართველი მეკარის წაყვანაზე უარს არ იტყვის, ამ ეტაპზე კი დაცდა და ოფიციალური ინფორმაციისთვის დალოდებაა საჭირო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი