ეს მისი პირველი უცხოური კლუბია - სანდრო ალთუნაშვილი ვოლფსბერგერმა წარადგინა » სპორტის ხაზი

ეს მისი პირველი უცხოური კლუბია - სანდრო ალთუნაშვილი ვოლფსბერგერმა წარადგინა

ეს მისი პირველი უცხოური კლუბია - სანდრო ალთუნაშვილი ვოლფსბერგერმა წარადგინა
20-06-2023, 17:24
Aa Aa
გაზიარება:

დინამო ბათუმის 26 წლის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი კარიერას ავსტირულ ვოლფსბერგერში გააგრძელებს - ინფორმაციას ამის თაობაზე ადგილობრივი კლუბიც ადასტურებს.

ვოლფსბერგერის ოფიციალური განცხადების თანახმად, სანდრომ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სურვილის შემთხვევაში, კლუბს მასთან კიდევ ერთი წლით თანამშრომლობის გახანგრძლივება შეეძლება. 2020-22 წლებში სწორედ ამ გუნდში ირიცხებოდა ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც ამჟამად იტალიური კრემონეზეს წევრია.

ცნობისთვის, ეს 26 წლის ნახევარმცველისთის პირველი უცხოური კლუბი იქნება - კარიერის დიდი ნაწილი ალთუნაშვილმა საბურთალოში გაატარა, ის სწორედ დედაქალაქური კლუბის აღზრდილია, 2021 წლიდან კი დინამო ბათუმის რიგებში ასპარეზობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი