"ჩვენს ლიგაში ჩაკვეტაძის უნარების მქონე ფეხბურთელი არავინაა" - ვაისის თანაშემწე » სპორტის ხაზი

"ჩვენს ლიგაში ჩაკვეტაძის უნარების მქონე ფეხბურთელი არავინაა" - ვაისის თანაშემწე

"ჩვენს ლიგაში ჩაკვეტაძის უნარების მქონე ფეხბურთელი არავინაა" - ვაისის თანაშემწე
20-06-2023, 15:08
Aa Aa
გაზიარება:

სლოვაკეთის საფეხბურთო მედიაში ვრცელდება სლოვან ბრატისლავას მთავარი მწვრთნელის, ვლადიმერ ვაისის ასისტენტის, ბორის კიტკას კომენტარი, რომელსაც ის გიორგი ჩაკვეტაძის გუნდში დარჩენასთან დაკავშირებით აკეთებს:

"ნამდვილად ღირს, რომ გიორგი ჩაკვეტაძის შესანარჩუნებლად ვიბრძოლოთ. სამწუხაროდ, მისი ტრანსფერი ძვირია, ჩვენ კი კონკურენტები გვყავს. მიუხედავად ამისა, არსებობს იჯარის ვარიანტიც და თუ გენტი ამ გზას გამოიყენებს, მაშინ გიორგის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ."

"გიორგი ჩაკვეტაძის უნარების მქონე ფეხბურთელი ჩვენს ლიგაში საერთოდ არავინაა. მას შეუძლია, რომ გუნდის თამაშში კრეატივი და ფანტაზია შეიტანოს, რაც ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი თვისებაა. ცხადია, არსებობს სტატისტიკა, რომელიც მასზე კარგად არ მეტყველებს, თუმცა გიორგი ტრავმიდან ახალი დაბრუნებულია და სრულფასოვანი სეზონი მხოლოდ ერთხელ ჩაატარა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩაკვე გუნდში დავიტოვოთ."
- თქვა კიტკამ

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური გენტის საკუთრებაა და სწორედ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ქართველის მომავლის შესახებ. აქვე გეტყვით, რომ თავად გიორგის სლოვანში დარჩენა სურს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი