ექსკლუზივი | რომელი ფეხბურთელი შეიძინა დინამო ბათუმიდან ვოლფსბერგერმა? » სპორტის ხაზი

ექსკლუზივი | რომელი ფეხბურთელი შეიძინა დინამო ბათუმიდან ვოლფსბერგერმა?

ექსკლუზივი | რომელი ფეხბურთელი შეიძინა დინამო ბათუმიდან ვოლფსბერგერმა?
19-06-2023, 11:53
Aa Aa
გაზიარება:

სულ რამდენიმე წუთის წინ, Geo Team-მა სოციალურ ქსელში დინამო ბათუმის ფეხბურთელის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც ქართული გვერდი წერს, აჭარული გუნდის ნახევარმცველი, კერძოდ სანდრო ალთუნაშვილი კარიერას ავსტრიაში გააგრძელებს:

"GEO TEAM-ის ინფორმაციით, ბათუმის დინამოს ნახევარმცველი ახალ კლუბს (ვოლფსბერგერს) სანაკრებო შეკრების დასრულებიდან რამდენიმე დღეში შეუერთდება." - წერს ქართული გვერდი

ცნობისთვის, 26 წლის სანდრო ალთუნაშვილი დინამო ბათუმის რიგებში 2021 წლიდან თამაშობს, იქამდე კი ქართველი ნახევარმცველი საბურთალოს შემადგენლობაში ასპარეზობდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი