საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე რიგით მეორე შეხვედრას დღეს, ჩვენი დროით 22:45-ზე კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.
დღევანდელი მატჩის დაწყებამდე მედიაში ვრცელდება ნორვეგიის კარში გატანილი გოლის ავტორისა და ჩვენი გუნდის თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის კომენტარი:
"მნიშვნელოვანი სეზონი იყო, ბევრი გოლი გავიტანე, ლიგა ერთში გადავედი მეცთან ერთად. ახლა ნაკრებში ვარ, რომ საქართველოს დავეხმარო და მოვიგოთ თამაშები." - თქვა მიქაუტაძემ
ცნობისთვის, კვიპროსისა და საქართველოს ეროვნული გუნდების დაპირისპირებას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.