"ამის გამო გუნდში კიდევ უფრო კარგი ატმოსფერო იქმნება" - ოთარ კიტეიშვილი » სპორტის ხაზი

"ამის გამო გუნდში კიდევ უფრო კარგი ატმოსფერო იქმნება" - ოთარ კიტეიშვილი

"ამის გამო გუნდში კიდევ უფრო კარგი ატმოსფერო იქმნება" - ოთარ კიტეიშვილი
17-06-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე რიგით მეორე შეხვედრას დღეს, ჩვენი დროით 22:45-ზე კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.

იქამდე ქართულ მედიაში ვრცელდება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კიტეიშვილის კომენტარი, გთავაზობთ მას:

"რთული პერიოდის შემდეგ ნაკრებში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ხშირად ვიღებდი ტრავმას სანაკრებო შეკრების წინ, რაც ძალიან დასანანი იყო ჩემთვის. მიხარია, რომ უკეთეს კონდიციაში ვარ. ბევრი თამაში ჩავატარე ტრავმის შემდეგ და კარგ ფორმაში ვარ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სანაკრებო თამაშებისთვის. მნიშვნელოვანია, როდესაც სეზონი წარმატებულია გუნდისთვის. შტურმთან ერთად თასი მოვიგე და ბევრი ფეხბურთელი გვყავს გუნდში, ვინც სეზონი წარმატებით ჩაატარა. ეს დადებით გავლენას ახდენს გუნდზე და უკეთეს ატმოსფეროს ქმნის." - თქვა ოთარ კიტეიშვილმა

ცნობისთვის, კვიპროსისა და საქართველოს ეროვნული გუნდების დაპირისპირებას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი