"კვიპროსის წინააღმდეგ გამარჯვება აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ" - გურამ კაშია » სპორტის ხაზი

"კვიპროსის წინააღმდეგ გამარჯვება აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ" - გურამ კაშია

"კვიპროსის წინააღმდეგ გამარჯვება აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ" - გურამ კაშია
17-06-2023, 13:35
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე რიგით მეორე შეხვედრას დღეს, ჩვენი დროით 22:45-ზე კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.

აღნიშნული მატჩის წინ ვრცელდება ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას კომენტარი, გთავაზობთ მას:

"ხვალინდელი თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ჯგუფში გავიმყაროთ მდგომარეობა, საიდანაც გვექნება მეორე ადგილისთვის ბრძოლის შანსი. ახლა მხოლოდ კვიპროსთან თამაშზე ვფიქრობთ. მოსამზადებელი პერიოდი კარგად გამოვიყენეთ, ყველა ჯანმრთელადაა, ყველა მზად არის სათამაშოდ და ვფიქრობ საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს." - თქვა კაშიამ

ცნობისთვის, კვიპროსისა და საქართველოს ეროვნული გუნდების დაპირისპირებას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი